03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
"შარლი ებდო" დროებით მუშაობას აჩერებს

ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციამ დროებით მუშაობა შეაჩერა, - გადაწყვეტილების შესახებ განცხადება რედაქციამ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

მიმართვაში რედაქცია მკითხველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ ჟურნალი ჯიხურებში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.

პარიზში "შარლი ებდოს" რედაქციას სამი შეიარაღებული ადამიანი 7 იანვარს დაესხა თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 12 ადამიანი. მოგვიანებით, ძმები საიდ და შერიფ კუაშები წინააღმდეგობის გაწევისას პოლიციამ მოკლა, მესამე თავდასხმელი კი პოლიციას ჩაბარდა.

ტერაქტის მიზეზი ჟურნალში გამოქვეყნებული წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა გახდა.

დღის ამბები