20 აპრილი 2024,   09:51
ვრცლად
სასიკვდილო ინტერნეტთამაშები - ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახი შსს და სუს-ს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს

საშიშ ინტერნეტთამაშთან დაკავშირებით გამოძიება დუმს. გუშინ კიდევ 17 წლის მოზარდმა, სავარაუდოდ, სწორედ ამ თამაშის გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  

უბედური შემთხვევის შემდეგ, ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, რომ თვითმკვლელობა რიტუალურია და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ადგილზეც მოიპოვებოდა. ბოლო შეტყობინება მობილური ტელეფონიდან გარდაცვლილს ადრესატთან 666 ჰქონდა გაგზავნილი. მოზარდმა თვითმკვლელობამდე წერილიც დატოვა და დედას ბოდიში მოუხდა.

14 წლის ნიკა პავლიაშვილმა სიცოცხლე ორი თვის წინ მე-14 სართულიდან გადმოხტომით დაასრულა. ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

ნიკა პავლიაშვილის მამა შს მინისტრს და სუს-ის უფროსს საშიში თამაშების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

სახიფათო ინტერნეტთამაშის სავარაუდო მონაწილე ბავშვის მამა, ფიქრობს, რომ ორი თვე საკმარისია იმ ადამიანის ვინაობის დასადგენად, ვინც მოზარდებს სახიფათო დაჯგუფებაში აწევრიანებს, შემდეგ კი მათ თვითმკვლელობისაკენ უბიძგებს.

გამომძიებელი გარდაცვლილი მოზარდის მამის ზარებს არ პასუხობს. შსს-ში კი მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

დღის ამბები