03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
პირველი მარტიდან იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი გაძვირდება

იურიდიული პირებისთვის გაზის საფასური ძვირდება. პირველი მარტიდან ბუნებრივი აირის ტარიფი 15 თეთრით მოიმატებს. შესაბამისად შესაძლებელია გარკვეულ პროდუქციაზე და მომსახურეობაზე ფასები გაიზარდოს. სალონები ერთ-ერთია იმ ჩამონათვალში, რომლებსაც პირველი მარტიდან გაზმომარაგება გაუძვირდებათ. ფასების მატება შეეხებათ კერძო სკოლებსაც.

ლარის კურსის ვარდნის გამო "ყაზს-ტრანს-გაზ–თბილისმა" იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ფასის გაზრდა გადაწყვიტა. კერძო კომპანიები და დაწესებულებები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 15 თეთრით მეტს–75 ის ნაცვლად 90 თეთრს გადაიხდიან.

გაზის გაძვირების გამო ფასის მატებას არ გამორიცხავენ სასურსათო პროდუქციაზეც–კერძოდ პურზე. პურ-პროდუქტების ასოციაციის პრეზიდენტი მალხაზ დოლიძე არ გამორიცხავს პურის ფასი 10 თეთრით გაძვირებას.

გაზის ახალი ტარიფი ძალაში ერთ თვეში შევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები