03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ღარიბაშვილი, ივანიშვილის განცხადებას არასამთავრობოებთან დაკავშირებით, ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებად აღიქვამს

გასულ კვირას ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცახებაში, სადაც ივანიშვილი ეკა გიგაურის, კახა კოჟორიძესა და ნინო ლომჯარიას პიროვნების შესწავლაზე საუბრობდა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა. 

მოქმედი პრემიერ-მინისტრი მისი წინამორბედის განცხადებაში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა და სიტყვის თავისუფლებას პრობლემა არ ექმნება. 

თავად მესამე სექტორის წარმომადგენლები კი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ზეწოლად აფასებენ და ქარტიაზე მუშაობას იწყებენ. 

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელს, ასევე სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელს ნინო ლომჯარიას  და ახალგაზრდა იურისტა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელს და ახლა უკვე პრეზიდენტს მრჩეველს კახა კოჟორიძეს დღეს საქართველოში მოქმედმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა აღუთქვეს. 

46-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს სპეციალური დოკუმენტი შეადგინა და მხარდაჭერა ხელის მოწერით დაადასტურა. არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო პერიოდში მათ მიმართ დაწყებულ კამპანიას გმობენ. ორმოცდაექვსივე ორგანიზაცია კი თვლის რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება ზეწოლა არის. 

არასამთავრობოების განცხადებაში, პრეტენზიები მოქმედი პრემიერ-მინისტრის მიმართაც არის გამოთქმული. ირაკლი ღარიბაშვილს 2014 წლის პირველი მაისის გამონათქვამებს ახსენებენ, როდესაც მან კამპანია ”ეს შენ გეხებაში” მონაწილეობის გამო არასამთავრობოები ქვეყნის იმიჯის შელახვაში დაადანაშაულა. პრემირის ამ განცხადების შესახებ ინფორმაცია არ აქვს სახალხო დამცველს. უჩა ნანუაშვილი ხელისუფლების მიერ არასამთავრობოების კრიტიკას ვერ იხსენებს. 

არასამთავრობოების მოსაზრაბებს უმცირესობაშიც იზიარებენ. მმართველი გუნდის წევრები კი თვლიან რომ ზეწოლაზე საუბარი გადაჭარბებულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები