03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
„ცააძეს სასაცილოდ არ ეყო ის განჩინება, რომლითაც ბრალი უნდა წაუყენონ," - გიორგი ცააძის ადვოკატი

„ცააძეს სასაცილოდ არ ეყო ის განჩინება, რომლითაც ბრალი უნდა წაუყენონ, მისთვის ეს მიუღებელია და თავს დამნაშავედ არ ცნობს,” - ეს განცხადება გვიან ღამით პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი ცააძის ადვოკატმა გააკეთა.

ინგა სეხნიაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება დაადგენს, ვინ არიან მოწმეები, რომლებსაც პროკურატურა ეყრდნობა და შესაძლოა ისინი ცრუ მოწმეებიც იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე გიორგი ცააძეს გამოძიება ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მიმართ საკონტროლო გასროლაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები