03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ხანძარი ლოტკინზე ლოკალიზებულია - ცეცხლი ხევში გადაყრილ საბურავებს ეკიდა [ფოტო]

რამდენიმე სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული დილიდან ნაძალადევის რაიონში. ცეცხლი ლოტკინზე, ერთ-ერთ ხევში საბურავებს უკიდია. ამჟამად ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ხანძრის გამოწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

"რამდენიმე კვირაა უკვე დაწყებული გვაქვს აქ ნაგავსაყრელის გატანა ამ ტერიტორიიდან, მათ შორის საბურავების გატანაც. პროცესი მალე უნდა დაგვესრულებინა და დღეს დილით, 8 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ აქ ცეცხლი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, სახანძრო სამსახური ეფექტურად მუშაობს," - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები