03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
სასამართლოდან გაქცეული პირი პოლიციას კიდევ ერთხელ გაექცა

გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პირის ვინაობა ცნობილია. მას შემდეგ, რაც ბრალდებულს მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა, დიმა ხაჩიაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა და მიიმალა. კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა პატიმარმა ბადრაგისა და სამართალდამცველების გვერდის ავლა და გაქცევა, შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ პატიმარს დააკავებენ და და საპყრობილეში გადაიყვანენ. 

სოციალურ მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასამართლოდან გაქცეული 21 წლის ხაჩიაშვილი რეიდების დროს გურჯაანში გააჩერეს, თუმცა ბრალდებული სამსართალდამცველებს კვლავ გაექცა. 

ბრალდებულის დაკავების მოტივით, კახეთის მიმართულებით გზებზე რეიდები მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები