03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
პატიმრის გაქცევის გამო შესაძლოა პოლიციის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი დიმა ხაჩიაშვილი, სახლში არ გამოჩენილა და არც ოჯახის წევრებს შეხმიანებია.

დიმა ხაჩიაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არც მისი ადვოკატი ფლობს.

რაც შეეხება პოლიციელებს, რომლებსაც პატიმრის ზედამხედველობა ევალებოდათ, შესაძლოა მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 

არსებული ინფორმაციით, ხაჩიაშვილი პროცესის დასრულებიდან 2 საათში გაიქცა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები