03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
სასიკვდილოდ განწირული ძაღლები - რა ხდება თერჯოლაში?

თერჯოლის რაიონის სოფელ თუზში ადგილობრივი მოსახლეობა ურჩ ძაღლებს ორმოში ყრის. საუბარია ისეთ ძაღლებზე, რომლებიც კვერცხს, ქათამს და ცხვარს ჭამს. 

ძაღლდები ორმოდან ამოსვლას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ და ისინი ნაგვით იკვებებოდნენ და წვიმის წყალს სვამდნენ.

დღეს 5 ძაღლი კლუბ "თეთნულდის" ალპინისტებმა და მოხალისე დიგერებმა გადაარჩინეს და ორმოდან ამოიყვანეს.  

სასიკვდილოდ განწირულ ძაღლებს თბილისში, თავშესაფარში, დააბინავებენ. 

თერჯოლის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ მღვიმის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები