03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
კახა კუკავა ისინის ავტობაზარზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა, ისნის ავტობაზარზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა.

პარტიის ლიდერმა მოვაჭრეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდა.

კახა კუკავა განმარტავს, რომ ხანძარმა მეწარმეებს 30-დან 40 ათას ლარამდე ზარალი მიაყენა და სახელმწიფოს მიმართავს, რომ თითოეულ მათგანს აუნაზღაუროს დანაკარგი.

ისნის ბაზრობის დირექტორის მოადგილის განცხადებით, მოიჯარეების კუთვნილი ფართების 30 პროცენტი უკვე აღდგენილია და მეწარმეები მალე შეუდგებიან მუშაობას.

ხანძარი ავტონაწილების ბაზრობაზე 22 იანვარს გაჩნდა და 25 მაღაზია  მთლიანად დაიწვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები