03 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
რაბათის ციხის დაფინანსება შემცირდა

რაბათის ციხის დაფინანსების განახევრება ახალციხის მერმა დღეს ადგილობრივი საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას დააბრალა.

ამის შესახებ გიორგი კოპაძემ დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ დაფინანსების შემცირების ინიციატორები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, რომლებმაც საკრებულოში ჩატარებული განხილვის დროს რაბათისთვის გამოყოფილი დაფინანსება, რომელიც იმ დროისთვის 450 ათას ლარს შეადგენდა, გააპროტესტეს.

კოპაძის ამ ბრალდებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ აბსურდულს უწოდებენ.

ახალციხის მერს პრეტენზიები "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად რაბათის ძველ ხელმძღვანელობასთანაც აქვს. კოპაძე განმარტავს, რომ ელგუჯა ბიჭაშვილის და ლაშა ამირეჯიბის მმართველობის პერიოდში რაბათში მომსახურე პერსონალის შტატები ხელოვნურად იყო გაზრდილი, ციხის მართვა კი არასწორი მეთოდით ხდებოდა.

კოპაძის ბრალდებებს ასევე აბსურდულს უწოდებს ლაშა ამერიჯიბი.

რაბათის ციხეში ამ დროისთვის დამთვალიერებლების ნაკლებობაა. ციხის ბიუჯეტის შემცირების შემდეგ უცხოელი ვიზიტორებისთვის ბილეთის ფასი 5-დან 7 ლარამდე გაიზარდა. ციხის ტერიტორიაზე ასევე არის ადგილები, სადაც წყალი ჩადის და ის სასწრაფოდ შეკეთებას საჭიროებს. თუმცა, კოპაძე ძეგლის მდგომარეობას დაფინანსების შემცირებას არ უკავშირებს და წლების წინ მშენებლობის  ცუდი ხარისხით ხსნის.

დღის ამბები