03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
გურამ დონაძის მშობლები სოსო რობაქიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ

გურამ დონაძის მშობლები, მარინა და როსტომ დონაძეები, სოსო რობაქიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ. 

როგორც "რუსთავი2"-ს დონაძეებმა განუმარტეს, მისი შვილის მიმართ თოქშოუ "არჩევანში" საუბრისას სოსო რობაქიძემ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია და ასევე დაემუქრა გურამ დონაძეს. 

გურამ დონაძის ოჯახი პროკურატურის მხრიდან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.

"ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სოსო რობაქიძე გურამ დონაძეს ფიზიკური ლიკვიდაციით  დაემუქრა. ასევე დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია და ისაუბრა მის ცხოვრებაზე, რაც საზოგადოების განსახილველი საკითხი არ უნდა იყოს. ჩვენ ხვალ შევიტანთ სარჩელს პროკურატურაში და დავაყენებთ სოსო რობაქიძის პასუხისმგებლობის საკითხს,"- აცხადებენ გურამ დონაძის ოჯახის წევრები. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები