03 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
თბილისში ტროტუარებზე პარკირების 210 ადგილი გაუქმდება

თბილისში ტროტუარებზე ავტომობილების პარკირება აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობა სწორედ დღეს მიიღებს და შედეგად, თბილისში ტროტუარებზე მოწყობილი პარკირების 210 ადგილი გაუქმდება.

დავით ნარმანია განმარტავს, რომ ტროტუარებზე, რომლის სიგანეც 3 მეტრზე ნაკლებია, მოწყობილი პარკირების ადგილები ფეხით მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემებს უქმნის.

„ეს არის სივრცე ფეხით მოსიარულეებისთვის და არა ავტომობილებისთვის. ამიტომ დღეს გამოგვაქვს გადაწყვეტილება ტროტუარებზე 210 პარკირების ადგილის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც შვებას მისცემს ფეხით მოსიარულეებს,” - განაცხადა ნარმანიამ.

სანაცვლოდ, თბილისში მიწისზედა და მიწისქვეშა პარკირების ადგილების აშენება და მოწყობა იგეგმება.

დღის ამბები