27 აპრილი 2024,   19:19
ვრცლად
საზერლენდ სფრინგსის ეკლესიაში მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი ეხმაურება

საზერლენდ სფრინგსის ეკლესიაში მომხდარი სროლის შესახებ ინფორმაციას იაპონიიდან უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. შეერთებილი შტატების პრეზიდენტმა ტოკიოში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით, შტატის ხელისუფლებას გამოძიებიაში დახმარებას დაჰპირდა.

ჩვენი ფიქრები და ლოცვა ამ საშინელი თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა და მათი ოჯახებისკენაა მიმართული. ეს ბოროტება მაშინ ჩაიდინეს, როდესაც ადამიანები წმინდა ადგილზე იმყოფებოიდნენ. ჩვენი გულები გატეხილია, მაგრამ ასეთ მძიმე დროს, ამერიკელი ხალხი ყოველთვის ერთიანდება. ამერიკა ლოცულობს დაშავებულთათვის, ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიდგებით. ჩემი ადმინისტრაცია ყველა სახის დახმარებას გაუწევს ტეხასის შტატს და ადგილობრივ ხელისუფლებას ამ საზარელი დანაშაულის გამოძიებაში," - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

დონალდ ტრამპის 12 დღიანი აზიური ტურნეს ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების წერმომადგენლებთან მაღალი რანგის შეხვედრებია დაგეგმილი.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის კრიზისია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები