03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
ბათუმში საღებავების საწყობი დაიწვა

ძლიერი ხანძარი იყო ბათუმში. დაახლოებით ერთი საათის წინ მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე საღებავების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. დაიწვა 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.

ადგილზე დროულად მივიდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლები. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

დღის ამბები