03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
პარლამენტთან იპოთეკარების აქცია გაიმართა

"შეჩერდეს გამოსახლება"- ამ შინაარსის პლაკატებით პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება.

იპოთეკარები დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი კრედიტების აღების ნებართვას ითხოვენ და სახელმწიფოს ახსენებენ დახმარების შესახებ მიცემულ დაპირებას, რომელიც, მათი თქმით, ამ დრომდე არ შესრულებულა.

აქციის მონაწილეები, მათი პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციების გაგრძელებას აპირებენ.  

დღის ამბები