03 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
მწვანილით მოვაჭრეებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

ქუთაისის პარლამენტის წინ მწვანილით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან საბანკო კრედიტების გადავადებაში დახმარებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აქამდე მათ პროდუქცია უკრაინის ბაზარზე გაჰქონდათ, თუმცა რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ პროდუქციის ფასი იმდენად დაეცა, რომ საბანკო დავალიანებას შემოსული თანხით ვერ ფარავენ.

ისინი ამ დავალიანების ერთი წლით გადავადებას და ასევე, მათი ბიზნესისთვის ალტერნატიული ბაზრების მოძიებაში დახმარებას ითხოვენ.

დღის ამბები