03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ოზურგეთში მოსამართლისა და პროკურორის შეურაცხყოფისთვის ორ პირს ბრალი წაუყენეს

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში რიჩარდ ცქვიტინიძისა და გიორგი ზაქარეიშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. 

ბრალდებულებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარისა და პროკურორის ცემასა და შეურაცხყოფაში ედებათ ბრალი.

„ბრალდებულებს წარდგენილი აქვთ ბრალდება "სისხლის სამართლის კოდექსის" 366-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, მოსამართლისა და პროცესის მონაწილე პროკურორის შეურაცხყოფისა და უპატივცემულობის ფაქტზე. შემდეგომ სასამართლო პროცესზე მოხდება მტკიცებულებების გამოკველვა,“ - განაცხადა ოზურგეთის პროკურორმა, მალხაზ სირაძემ.

დანაშაული ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მომდევნო სხდომა 18 თებერვალს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები