03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
წუხელ ღუდუშაურში პატიმრები გადაიყვანეს

ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ღამით სამი პატიმარი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა შეიყვანეს.

ინფორმაცია "რუსთავი2-ს" კლინიკის მიმღებში დაუდასტურეს. თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

პარალელურად, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. 

"კურიერს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, რომ გლდანის ციხიდან არც ერთ პატიმარს სამედიცინო ჩარევა არ დაჭირვებია და იქ სიმშვიდეა.

რაც შეეხება ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანილ პატიმრებს, სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო შემოწმებისთვის გადაიყვანეს.

გუშინ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული 7 ყოფილი სამართალდამცველიც მოათავსეს, რომელთაც საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ ადვოკატებს არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, იყო თუ არა მობილიზებული სპეცრაზმი დაწესებულებაში. ან არის თუ არა რაიმე კავშირი ამ ორ ფაქტს შორის. 

დღის ამბები