03 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
სასჯელაღსრულების სამინისტრო N8 დაწესებულებაში არეულობის ფაქტს უარყოფს

სასჯელაღსრულების სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას N8 დაწესებულებაში არეულობისა და მის შედეგად პატიმრების საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე.

სამინისტროს განცხადებაში განმარტებულია, რომ სამედიცინო ჩარევა დასჭირდა მხოლოდ ერთ ქრონიკულ ავადმყოფ პატიმარს, რომლის ჰოსპიტალიზაციაც ასთმური შეტევის გამო გახდა აუცილებელი.

სამინისტრო ასევე უარყოფს ინფორმაციას N8 დაწესებულებასთან გასულ ღამეს სპეცრაზმის მობილიზების თაობაზე.

„გუშინ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში რამდენიმე მსჯავრდებული იქნა გაყვანილი გადაუდებელი წესით, რომელთაც ჰქონდათ სხვადასხვა სახის ჩივილები. მათ გაეწიათ ადეკვატური სამედიცინო დახმარება და უკვე დაუბრუნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს,” - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები