08 მაისი 2024,   15:17
ვრცლად
არასწორი პოლიტიკა არის იმის შედეგი, რაც სჭირს ლარს - ექსპერტები ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობენ 

ეროვნული ბანკის ინტერვენცია ლარს ვეღარ უშველის - არჩევნების შემდეგ დაწყებული დევალვაციის ფონზე განცხადებას, ეკონომიკის ექსპერტები აკეთებენ.

სპეციალისტების განცხადებით, ერონული ვალუტა გაუფასურების იმ ნიშნულზეა, როდესაც გამოსავალი მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებაა.

„ლარის გაუფასურებაში მთავარ ფაქტორებს თამაშობს მოლოდინები, რომელიც ბაზარზე არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა მოხსნილია, რადგან არასწორი მოლოდინებია. ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის სწორედ იმაში, რომ დღეს ამდენი წლის შემდეგ, ოდნავი არასწორი მოლოდინებიც კი ბაზარზე, ასეთ მნიშვნელოვან მერყეობას განაცდევინებს ლარის გაცვლით კურსს. შესაბამისად, არასწორი პოლიტიკა არის საბოლოო ჯამში იმის შედეგი, რაც სჭირს ლარს,“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

ეკონომისტები მმართველ გუნდს ძირეული ცვლილებების განხორიციელებისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, ლარის გაუფასურება გარკვეულწილად თვითმმართველობის არჩევნებსაც უკავშირდება.

„არჩევნების შემდეგ დაიწყეს დოლარის შეძენა ბიზნესებმა და ვხედავთ, რომ ნაწილობრივ წნეხი განახორციელა. ამას ემატება მეორე მოლოდინი, ბიზნესები რატომღაც ფიქრობენ, რომ წლის ბოლოს კურსი უნდა უფასურდებოდეს. ჩვენ არ ვიცით რა განწყობაა ბიზნესში, ისინი რამდენად ენდობიან დღევანდელ მთავრობას ეკონომიკური განვითარების კუთხით,“ - აცხადებს გიორგი პაპავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები