04 მაისი 2024,   18:45
ვრცლად
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე - სასამართლოში განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის განხილვა  გაგრძელდება. ადვოკატები ლტოლვილის სტატუსზე მიღებულ უარს ასაჩივრებენ.

მტკიცებულებების გამოკვლევის ფარგლებში, დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის მხარე სავარაუდოდ, დღეს ახალ შუამდგომლობას დააყენებს. თურქი მასწავლებელი დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს.

ვახტანგ კვიჟინაძის განცხადებით, ჩაბუქის ანკარისთვის გადაცემის შემთხვევაში, ჩაბუქს წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება. 

„მუსტაფა ემრე ჩაბუქი და მისი ოჯახის წევრები ყველანაირ პირობას აკმაყოფილებენ, რომ მათთვის მინიჭებულ იქნას ლტოლვილის სტატუსი. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით არიან მუსტაფა ემრე ჩაბუქი და მისი ოჯახის წევრები დევნილები თურქეთის რესპუბლიკიდან,“ - განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.

დღის ამბები