05 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს შეხვდა

დევიდ ლინჩი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. ამერიკელი რეჟისორი ფონდის დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს  შეხვდა.

ადგილზე სტუმრებს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები დახვდნენ.

დევიდ ლინჩის ფონდი საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტისა და A კლასის კინოფესტივალის დაარსებაზე მუშაობს, ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ასევე, ტრავმული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

„ჩვენ დაშავებულთა დეპარტამენტში გვაქვს სამი სამმართველო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, მაგრამ საინტერესო იქნება თუ ამ მიმართულებას ჩვენი დეპარტამენტი განიხილავს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ.

დღის ამბები