03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" კრიტიკა და მასზე ზეწოლის მცდელობა

ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2-თვის პრობლემების შექმნის რეალურ შესაძლებლობებზე არხის გენერალური დირექტორი ჟურნალ „ფორბსს” ინტერვიუში ესაუბრა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმები ცნობილია და ახლო მომავალში სასამართლოზე ზეწოლის მეშვეობით მოქმედი ხელისუფლება არხისთვის პრობლემების შექმნას შეეცდება, ამისთვის კი ხელისუფლება მოქმედი მფლობელების წინააღმდეგ მესაკუთრეობასთან დაკავშირებით სამოქალაქო სარჩელს გამოიყენებს.

დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის პრობლემების შექმნის შესაძლებლობებზე ლაპარაკს ამ დროისთვის არ ერიდებიან მმართველ გუნდში, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში დეპუტატი ნუკრი ქანთარია მედიას რჩევებს აძლევს და იმუქრება კიდეც, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის პროგნოზით, არც რომელიმე მედიაში შევარდნაა გამორცხული.

დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მოსალოდნელ საფრთხეს გამოხმაურებები დღეს საკანონმდებლო ორგანოში მოჰყვა. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მცდელობაზე ლაპარაკობს და ამ პროცესის დაწყების სავარაუდო ვადებსაც ასახელებს.

მედიის წინააღმდეგ მიმართულ გეგმებთან დაკავშირებით, შეხვედრის ორგანიზების აუცილებლობას ვერ ხედავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობის პროგნოზები უსაფუძვლოა.

„რუსთავი 2-თან” დაკავშირებით მესაკუთრეების გზით მოსალოდნელი საფრთხის რეალურობაზე ლაპარაკობენ ექსპერტები, ამის საფუძვლად კი ისინი იმ კრიტიკულ განცხადებებს ასახელებენ, რომელიც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სისტემატურად კეთდება.

2004-2012 წლებში „რუსთავი 2-ის” მფლობელობა რამდენიმეჯერ შეიცვალა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ტელეკომპანიის მიმართ ინტერესი რამდენიმე ყოფილმა მფლობელმაც გამოხატა.

ამავე თემაზე
დღის ამბები