03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
ბუნებრივი აირის საფასური კვლავ მოლაპარაკებების საგანია - ხელისუფლება ტარიფის ზრდას გამორიცხავს

გადავადდება თუ არა ბუნებრივი აირის საფასურის გაძვირება, ან რა ვადით, ჯერჯერობით უცნობია. მთავრობის ინფორმაციით, მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან ამ დრომდე მიმდინარეობს. ტარიფის შენარჩუნების აუცილებლობაზე დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ილაპარაკა.

მთავრობის წვრებსა და კომპანია „სოკარის” წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების საბოლოო დეტალები 2 კვირაში გახდება ცნობილი. გვრცელებული ინფორმაციით, ერთთდროულად რამდენიმე ვარიანტი განიხილება.

აზერბიჯანულ მხრესთან მოლაპარაკებების წარმოების აუცილებლობას ვერ ხედავს ექსპერტთა ნაწილი. ანალიტიკოსებს მიჩნიათ, რომ პრობლემა მარეგულირებელ კომისიში უნდა მოგვარდეს. დოლარის კურსის ცვალებადობის გამო, გაზის ტარიფის შესაძლო ცვლილებას ექსპერტები ენერგეტიკის სექტორში არსებულ ხარვეზებს უკავშირებენ.

გაზის ტარიფის შესაძლო გაძვირებასთნ დაკავშირებით სემეკი პასუხისმგებლობას იხსნის. მარეგულირებელ კომისიის თვამჯდომარის განმარტებით, კომერციულ სექტორის მუშაობაში ჩარევა მათ კანონით ეკრძალებათ.

ამ დროსითვის ისიც უცნობია, ელექტრენერგიის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, გაძვირებული გადასახადი მხოლოდ იურიდიულ პირებს შეეხება, თუ მოსახლეობასაც.

დღის ამბები