07 მაისი 2024,   19:53
ვრცლად
ტერორიზმში ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს

ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირისთვის სასამართლომ დღეს აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ტერორიზმში ბრალდებულის წინააღმდეგ საქმე ორი უმძიმესი მუხლით არის აღძრული.

საუბარია უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებაზე.

დანაშაული, რომელსაც დაკავებული არ აღიარებს, 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცნობილია, რომ ტერორიზმში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ამ ინფორმაციას სუს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

დღის ამბები