26 აპრილი 2024,   20:12
ვრცლად
სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 22 ნოემბრის სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურასთან ერთად, სახაზინო ადვოკატმაც დააყენა, თუმცა შუამდგომლობის განხილვაც მედიის დასწრების გარეშე მოხდა.

ანალოგიური შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში, მოსამართლე საკითხს ღია სხდომაზე განიხილავდა, თუმცა დღეს ეს განხილვაც არ შედგა და პროცესზე მედია სხდომის დასაწყისშივე არ დაუშვეს.

მედიას სხდომის დარბაზთან მიახლოების საშუალებაც არ აქვს. მისასვლელები ჩაკეტილია სპეციალური ლენტით.

ადვოკატი ადასტურებს, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეა. იმედა ქარქაშაძის განცხადებით, სხდომა ბრალდებულის მოთხოვნის საფუძველზე დაიხურა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

„დაცვის მხარე დავაყენებთ სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობას. ეს ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი თხოვნის საფუძველზე ხდება. არ არის საქართველოს მოქალაქე, არის რუსეთის მოქალაქე. მტკიცებულებები არ არის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს. იგი დუმილის უფლებას იყენებს ამ ეტაპზე. მისი განცხადებით, არანაირი შეხება არ აქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ეს პიროვნება არის დაკავებული მანამდე, მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ეს ამბავი,“ - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები