03 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ბოდიში ათი წლის წინ განხორციელებული თავდასხმისთვის - გელაშვილის შეხვედრა პროკურატურაში

ბოდიში ათი წლის წინ განხორციელებული თავდასხმისთვის ვალერი გელაშვილმა სპეცრაზმელებისგან მთავარ პროკურატურაში მიიღო. სკანდალური შეხვედრა, რომელიც პროკურატურაში მოწმეებსა და ვალერი გელაშვილს შორის გაიმართა, მოწმეებზე ზეწოლის მოხდენად შეფასდა. 

პროკურატურაში გამართულ საგანგებო შეხვედრას, გელაშვილის გარდა, მაღალჩინოსნები და პროკურორის პირველი მოადგილეც ესწრებოდნენ.

რამდენიმე თვის წინ გამართული შეხვედრის გამოძიებასთან ერთად დღეს დაცვის მხარემ პროცესზე ირაკლი შოთაძის დაკითხვაც მოითხოვა.

დეპუტატ გელაშვილსთვის უცნობია, ამ შეხვედრით დაარღვია თუ არა პროკურატურამ კანონი. ის არც იმით დაინტერესებულა, არსებობს თუ არა დაზარალებულისა და მოწმის პროკურატურაში შეხვედრის მსგავსი პრაქტიკა. 

რამდენად იყო ირაკლი შოთაძე გელაშვილისა და სპეცრაზმელების შეხვედრის ორგანიზებაში ჩართული, უცნობია. მთავარი პროკურორის მოადგილემ დღეს ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა. საქმის პროკურორმა კი განაცხადა, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ. ვალერი გელაშვილისგან განსხვავებით, არჩილ ტყეშელაშვილი ამტკიცებს, რომ შეხვედრა არა დაგეგმილი, არამედ შემთხვევითი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები