09 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
მერკელი და ოლანდი უკრაინის სამშვიდობო გეგმას მოსკოვში ჩაიტანენ

კომენტარების გარეშე დასრულდა გუშინ საღამოს კიევში ანგელა მერკელის, ფრანსუა ოლანდისა და პრეზიდენტ პოროშენკოს შეხვედრა.

გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა კიევში ახალი სამშვიდობო გეგმა ჩაიტანეს, რომელსაც უახლოეს საათებში უკვე მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან გააჟღერებენ.

მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. გერმანული მხარის მიერ გავრცელებული ინფომაციით, ახალი სამშვიდობო გეგმის მიღება მას მერე გახდა საჭირო, რაც მინსკის შეთანხმებაში გათვალისწინებული ფრონტის ხაზი საბრძოლო მოქმედებების დროს შეიცვალა.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებაში სწორედ მინსკის შეთანხმების ძირითად მოთხოვნებზე გაამახვილა ყურადღება.

"მინსკის სამშვიდობო გეგმა ძალიან მარტივია: ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ტყვეების გათავისუფლება, საზღვრის ჩაკეტვა, უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან და პოლიტიკური პროცესის დაწყება, რომელიც მუნიციპალურ არჩევნებს გულისხმობს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე," - განაცხადა პოროშენკომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები