09 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
იორდანიის ავიაიერიშები სირიის ტერიტორიაზე

იორდანიამ სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიაიერიში მიიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ სამიზნეს ტერორისტული ორგანიზაციის საწვრთნელი ბაზა და იარაღის საცავები წარმოადგენდა.

იორდანიამ იერიშის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისლამურმა სახელმწიფომ ტყვედ აყვანილი ერთი იორდანელი მფრინავი ცოცხლად დაწვა.

იორდანიის მეფე აბდულამ განაცხადა, რომ მომავალში შეერთებულ შტატების სამხედრო-საჰაერო ოპერაციაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ უფრო აქტიურად ჩაერთვება.

ამავე თემაზე
დღის ამბები