26 დეკემბერი 2024,   23:56
ვრცლად
ქართველი სასულიერო პირების კრიტიკა რუსეთის მიმართ - მეუფე თეოდორეს თქმით, სასულიერო პირების განცხადებები მოსკოვში ვიზიტზე გავლენას არ მოახდენს

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე თეოდორე ამერიკაში ვიზიტს აფასებს. ის ასევე, რუსეთში ჩასვლამდე სასულიერო პირების მიერ ამერიკაში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

სასულიერო პირები აშშ-ში ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ამერიკა საქართველოს ერთგული პარტნიორია. მეუფე თეოდორე დარწმუნებულია, რომ ეს განცხადებები რუსეთში განსხვავებულ პოზიციებს არ გამოიწვევს.

„შევაფასეთ რელიგიის და სახელმწიფოს ურთიერთობა და სხვათა შორის, ძალიან კმაყოფილები დარჩნენ იმ მოდელით, რომელიც საქართველოში მოქმედებს ანუ საკონსტიტუციო შეთანხმების მოდელით, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის,“ - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

დღის ამბები