26 დეკემბერი 2024,   23:57
ვრცლად
პოლიციამ 51-ე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დაკითხა, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები

„კურიერის“ ცნობით, 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სამართალდამცველებმა დაკითხეს. სკოლიდან ხორავას ქუჩამდე იქ, სადაც მოსწავლეებს შორის ჩხუბი მოხდა, გზაზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. „კურიერის“ ინფორმაციით, ჩანაწერები სამართალდამცველებმა ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. „კურიერის“ ცნობით, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

"კურიერის" ინფორმაციით, დღევანდელ დაპირისპირებას რამდენიმე დღის წინ ვერაზე მომხდარი შელაპარაკება უძღოდა. 

51-ე სკოლის ორი მოსწავლე ვერაზე, ხორავას ქუჩის N4-ში დაჭრეს. 16 წლის მოზარდებს თანატოლებმა დანით 30-მდე ჭრილობა მიაყენეს. ორი დაჭრილიდან ერთი კლინიკაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

51-ე სკოლის დაჭრილ მოსწავლეს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხობის თანამშრომელმა აღმოუჩინა.

კონფლიქტი მე-11 კლასის მოსწავლეებსა და მათ თანატოლებს შორის, სავარაუდოდ, 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო. „კურიერის“ ინფორმაციით, ისინი მანდატურებმა გააშველეს. მეექვსე გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი საქმის გარჩევა ხორავას ქუჩის N4-ში საცხოვრებელი სახლის ეზოში გაგრძელდა. თვითმხილველების თქმით, ჩხუბში 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.

დაჭრილი მეთერთმეტეკლასელის გადარჩენას რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ცდილობენ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები