20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი დაკავება - უმრავლესობაში პოლიტიკური შეფასებები კეთდება

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ, პოლიტიკური შეფასებები კეთდება პარლამენტში. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ საქართვლოს მესამე პრეზიდენტისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის თავიდან აცილება არ უნდა მოხდეს, მისი ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება კი უკრაინულმა მხარემ უნდა მიიღოს.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ქართული მართლმსაჯულების წინაშეც ვერ აცდება.

 „მიხეილ სააკაშვილი თავისი ავანტიურისტული პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარ, იქაც და აქაც ყოველთვის ზღვარზე მოქმედებდა და მისთვის კანონის დარღვევა ხანდახან გარკვეული პოლიტიკური ეფექტი მიღწევის საშუალება. მე არ მგონია, რომ უკრაინის სახელმწიფომ ეს ყველაფერი უნდა მოითმინოს. რაც შეეხება ექსტრადირებას, მე ამის პოლიტიკური სარგებლიანობის  შეფასებაზე თავს შევიკავებ და არ ვიტყვი, გვაწყობს თუ არ გვაწყობს,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით რამდენჯერმე არის მოთხოვნილი საქართველოს პროკურატურის მხრიდან და უკრაინაში გადაგზავნილი. 

„რა ინფორმაციებსაც ვისმენთ, მე მაგალითად მცხვენია, რომ ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ის მიმართავს ყველანაირ ავანტიურას, რათა კიდევ დარჩეს აქტუალური. საქართველოში ეს აღარ მოხერხდება მისი მხრიდან“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები