07 იანვარი 2025,   22:37
ვრცლად
უკრაინაში სამშობლოს ღალატის მუხლი თუ ექნება მას წაყენებული, არანაირ ექსტრადაციაზე საუბარი არ შეიძლება, რომ იყოს - თინა ხიდაშელი

„თუ მართლა, რეალურად, უკრაინაში სამშობლოს ღალატის მუხლი ექნება მას წაყენებული, რა თქმა უნდა, არანაირ ექსტრადაციაზე საუბარი არ შეიძლება, რომ იყოს,“ - ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

„ყოველთვის ფაქტორების ერთობლიობის ნაწილი არის ხოლმე. იქიდან გამომდინარე აქ რა ბრალდებები აქვს წაყენებული, იქიდან გამომდინარე იქ რა ბრალდებებს წაუყენებენ, დანაშაული სიმძიმის შეწონა ხდება და შესაბამისად, იღებენ ხელისუფლებები ექსტრადიციის გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს ხიდაშელი.

მისი თქმით, თუ უკრაინაში სამშობლოს ღალატისთვის ბრალს წაუყენებენ სააკაშვილს, მაშინ საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი არ იქნება.

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს.

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და მისი გუნდი ფინანსდებოდა იანუკოვიჩის წარმომადგენლების მიერ.

ამავე თემაზე
დღის ამბები