ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივნის თანაშემწე მაიკლ კარპენტერი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საუბრობს. ის იმედოვნებს, რომ პროცესები კანონის დაცვით განვითარდება.
„ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კანონის დაცვით მოხდება და კანონს ორივე, უკრაინული და ქართული მხარე დაიცავს. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. მისი როლი საქართველოში შერეულია, მოიცავს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ელემენტებს. ერთადერთი იმედი, რაც ამ ვითარებაში შეიძლება გვქონდეს, არის ის, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად, წარიმართოს,“ - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.