21 დეკემბერი 2024,   17:58
ვრცლად
პოლიტიკური კუთხით სააკაშვილი საქართველოში აქტუალური აღარ არის - ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილი აღარ არის აქტუალური ფიგურა საქართველოში - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და მის მიმართ წაყენებულ ბრალს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმ ფონზე როდესაც მიხეილ სააკაშვილს აღარ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მისი ექსტრადირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მანამ სანამ იურიდიული საკითხები არ მოგვარდება.

„ამ შემთხვევაში ყველაფერს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ. ჩართული იქნებიან ბუნებრივია ქართული უწყებები ამ საკითხის გადაწყვეტაში. მთავარია სამართლებრივად მოგვარება. პოლიტიკური კუთხით სააკაშვილი საქართველოში აქტუალური აღარ არის.

აქ არ არის მნიშვნელოვანი რა გვაწყობს ჩვენ და რა არ გვაწყობს.  ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართალი დგას პოლიტიკაზე მაღლა და ზუსტად ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს ეს საკითხიც,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები