მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის ბრალდებებს გამოეხმაურა და „სრული სიცრუე“ უწოდა.
ჟურნალისტებმა მიხეილ სააკაშვილის მანქანასთან მიახლოება შეძლეს, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერებს აქვთ ბლოკირებული.
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს და მისი გუნდი ფინანსდებოდა იანუკოვიჩის წარმომადგენლების მიერ.
გარდა ამისა ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ბრალი მომხრეების მიერ 14 მილიონი გრივნის მითვისებაში და დანაშაულებრივი ჯგუფების ხელშეწყობაში ედება.
უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის პროკურატურა შინაპატიმრობას მოითხოვს. სასამართლო დღეს გაიმართება.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის ავტომანქანასთან ვითარება ისევ დაიძაბა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.