03 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
თურქეთში ფეხბურთის სათამაშოდ წასული დეპუტატები უნგრელ პარლამენტარებს შეეჯიბრებიან

თურქეთში ფეხბურთის სათამაშოდ წასული დეპუტატები დღეს უნგრელი პარლამენტარების გუნდს შეხვდებიან. ეს მათი პირველი თამაში იქნება. 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე, თურქ კოლეგებს მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. 

მისი თქმით, ამ  ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება, "გარდა ფეხბურთის თამაშისა, არის მეგობარი ქვეყნების პარლამენტარებთან ურთიერთობა". 

დეპუტატები ამბობენ, რომ ასეთი სახის ტურნირები ხელს შეუწყობს პარლამენტებს შორის ურთიერთობას.

13 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტის საფეხბურთო გუნდი ჩემპიონატზე ანტალიაში გუშინ გაემგზავრა. ნაკრები ძირითადად უმრავლესობითაა დაკომპლექტებული. გუნდში ორი წევრი ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელია. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ფინალისტი გუნდები ერთმანეთს 8 თებერვალს შეხვდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები