მხარდამჭერების მიერ მიხეილ სააკაშვილის მანქანიდან გადმოყვანას დამის გათავისუფლებას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ეხმაურება.
მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის ქვეყნიდან დეპორტირება უკვე აღარ მოხდება, რადგან მან პასუხი უნდა აგოს კანონდარღვევაზე.
უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სუვერენიტეტის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს.
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს და ასევე მათი ინფორმაციით, მისი გუნდი ფინანსდებოდა იანუკოვიჩის წარმომადგენლების მიერ.
გარდა ამისა, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ბრალი მომხრეების მიერ 14 მილიონი გრივნის მითვისებაში და დანაშაულებრივი ჯგუფების ხელშეწყობაში ედება.
უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის პროკურატურა შინაპატიმრობას მოითხოვს.