03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტს ანა დოლიძეს სთავაზობენ

სოსო რობაქიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლე“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საუკეთესო კანდიდატურად, ანა დოლიძეს მიიჩნევენ. 

მათ საია-ის ყოფილი თავმჯოდმარის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

რობაქიძის განცხადებით,  "საია ყველაზე ობიექტურად ანა დოლიძის თავმჯდომარეობის დროს მუშაობდა.  ის არის გაწონასწორებული ადამიანი, რომელიც არის ძალიან ძლიერ იურისტი“ და ამიტომ მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა არჩევანი ამ კანდიდატურაზე უნდა გააკეთოს.  

რობაქიძის განცხადებით, ინიციატივას 150-მდე არასამთავრობო უერთდება.

პრეზიდენტისთვის კანდიდატების შესათავაზებლად მესამე სექტორს, პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს კიდევ ორი დღე რჩებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები