26 დეკემბერი 2024,   14:52
ვრცლად
სამწუხაროდ, პოროშენკოსაც იგივე დაემართა, გახდა იანუკოვიჩი - თორნიკე შარაშენიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს

„უკრაინაში, ვინც არ უნდა აირჩიონ, ბოლოში მაინც იანუკოვიჩი გამოდის. სამწუხაროდ, პოროშენკოსაც იგივე დაემართა, გახდა იანუკოვიჩი,“ - ასე აფასებს, პოლიტოლოგი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

პოლიტოლოგის თქმით, პოროშენკომ უკრაინაში ცვლილებების გატარება ვერ მოახერხა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაიწყო.

„უკვე მესამედ დაუშვა იგივე შეცდომა, ვერ მიხვდა, რომ როცა სიტუაციას ამწვავებ, ამ დროს სააკაშვილი ძლიერდება... ალბათ, დაუშვებს მეოთხედაც შეცდომას და ეს რით დამთავრდება, ძალიან რთული სათქმელია,“ - განაცხადა  შარაშენიძემ.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი აღნიშნავს, რომ ამის ფონზე ამერიკის განცხადებაც ნიშანდობლივია, როდესაც აცხადებს, რომ აშშ იმედგაცრუებულია.

მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას არ უნდა სააკაშვილის გადმოცემა, რადგან საქართველოს პრობლემას მოუტანს.

„გაჩნდება კითხვები, რამდენად სამართლიანად ასამართლებენ ყოფილ პრეზიდენტს. თუ სააკაშვილი მოაწყობს იმავეს, რასაც კიევში აწყობს, კიდევ უფრო უარესია ამ მთავრობისთვის,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ერთადერთი გამოსავალი იქნება, რომ პოლონეთში გაუშვან.

დღის ამბები