07 მაისი 2024,   17:45
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის დაკავების წარუმატებელი მცდელობა პარლამენტში მთავარი პოლიტიკური თემაა

კიევში მიხეილ სააკაშვილის დაკავების წარუმატებელი მცდელობა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მთავარი პოლიტიკური თემაა საკანონმდებლო ორგანოში. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში უკვე გაგზავნილია და ახალ მოვლენების განვითარებას აკვირდებიან.

„ბატონი სააკაშვილი თავის მომხრეებთან ერთად უკრაინის საზოგადოებას სთავაზობს რევოლუციას, თუ რამდენად მისაღებია ეს რევოლუცია უკრაინელებისთვის, ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს და სამართლებრივ პროცედურებს, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის სამართლებრივი საკითხი. საქართველოს პროკურატურას მოთხოვნა გაგზავნილი აქვს,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ უკრაინელებისთვის სააკაშვილის მიერ შეთავაზებული გამოსავალი ქვეყანას დაპირისპირებამდე მიიყვანს.

„უკრაინაში რთული მდგომარეობაა, კორუფცია იქნება, სოციალური თუ ეკონომიკური საკითხები, ავანტურებისთვის პლატფორმას ქმნის. თუმცა, სააკაშვილის მიერ შეთავაზებული გამოსავალი უკრაინას იმ დაპირისპირებამდე მიიყვანს, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას, განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორიც აღსანიშნავია ამ ვითარებაში,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიციის წევრები აღნიშნავენ, რომ ოპონენტებზე ძალადობა ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება. „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი ამბობს, რომ პოლიტიკური დაპატიმრებები, ძალადობა ოპონენტების მიმართ, არა უბრალოდ ლახავს ქვეყნის იმიჯს, არამედ ანგრევს სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები