03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ლეიბორისტები "სილქნეტის" მომსახურეობის 80%-ით გაძვირებაზე საუბრობენ

ლეიბორისტები "სილქნეტის" მომსახურეობის 80%-ით გაძვირებაზე საუბრობენ.

ამის შესახებ განცხადება პარტიის წარმომადგენელმა, ლეილა გაფრინდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.        

მისი თქმით, კომპანიამ  მოსახლეობას მომსახურეობის 1 მარტიდან გაძვირების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით აცნობა.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ამ ფაქტზე რეაგირება უნდა მოახდინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აბონენტებს მოუწოდებენ, უარი თქვან "სილქნეტით" სარგებლობაზე.

პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი სასამართლოსაც მიმართავენ.

კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადებით კი, მომხმარებლების მხრიდან  პრეტენზია ფასების მომატებასთან დაკავშირებით რამდენჯერმე დაფიქსირდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები