26 დეკემბერი 2024,   15:10
ვრცლად
ანგარიშზე ვტოვებ 50 ათას ლარს, ასოციაციას ვალი არ აქვს - ხატიაშვილი თავმჯდომარის პოზიციიდან კრიტიკას ბოლოჯერ პასუხობს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა უკვე 2 საათზე მეტია, მიმდინარეობს. არჩევნებში სულ 12 კანდიდატი მონაწილეობს.

ახალ თავმჯდომარეს კრებაზე დამსწრე წევრების 50%+1, ანუ ხმათა უმრავლესობა აირჩევს.

არჩევნებს წინ უძღოდა კანდიდატებს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა და ურთიერთბრალდებები.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, კოლეგებს მიმართა და მის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებს უპასუხა.

„მე, ზაზა ხატიაშვილმა, ასოციაცია ჩავიბარე ვალებით, ანგარიშზე ვტოვებ 50 ათას ლარს, შემოსავალს, არანაირი ვალი ასოციაციას არა აქვს და ასოციაცია არის ევროპაში, როგორც ამბობენ, პირველი ადამიანის და ადვოკატის უფლებების დაცვით,“ - განაცხადა ხატიაშვილმა.

მისი თქმით, ასოციაციის საქმიანობა და ფინანსური დანახარჯები გამჭვირვალე იყო. 

 

დღის ამბები