26 დეკემბერი 2024,   15:09
ვრცლად
ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა 2 საათზე მეტია, მიმდინარეობს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა უკვე 2 საათზე მეტია, მიმდინარეობს. არჩევნებში სულ 12 კანდიდატი მონაწილეობს.

ახალ თავმჯდომარეს კრებაზე დამსწრე წევრების 50%+1, ანუ ხმათა უმრავლესობა აირჩევს. არჩევნებს კანდიდატებს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა და ურთიერთბრალდებები უძღოდა წინ.

კანდიდატებმა კოლეგებს საკუთარი პროგრამები წარუდგინეს. მათ იმ პრეტენზიებზეც ისაუბრეს, რაც ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობის მიმართ აქვთ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ვასილ ოსეფაშვილი, აცხადებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ნეპოტიზმი მოისპობა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ირმა ჭკადუა, საპროკურორო საბჭოში მის მონაწილეობაზე გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მას გავლენის მოხდენა არ შეუძლია

კანდიდატი ლევან ჯანაშია ამბობს, რომ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ასოციაციასთან შენიშვნები ჰქონდათ. მისი თქმით, არ არის სწორი, რომ მოქმედი თავმჯდომარე მხარს უჭერდეს რომელიმე კანდიდატს.

კანდიდატი დავით ლანჩავა ვარაუდობს, რომ მეორე ტური საჭირო გახდება.

„ხატიაშვილმა ადვოკატთა ასოციაცია წარმოაჩინა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია,“ - აღნიშნა ლანჩავამ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები