26 დეკემბერი 2024,   15:01
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას განსხვავებული პოზიცია აქვთ

მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას განსხვავებული პოზიცია აქვთ.

მმართველ გუნდში საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად არ მიიჩნევენ. თბილისიდან კიევში მოთხოვნა უკვე გაგზავნილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართველ ძალოვნებს გადმოსცენ.

პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი საქართველოში კი მიჩნევს, რომ ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის დაკავება პოლიტიკური მოტივებით ხდება და ეს არის სახიფათო თამაში, რომელიც უკრაინის ხელისფლებამ წამოიწყო. ოპოზიციის წარმომდგენლები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ საღამოს აიყვანეს. ის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. პარალელურად, მისი მხარდამჭერები აქციებს განაგრძობენ. ისინი უშიშროების სამსახურთან და კარვების ქალაქში არიან შეკრებილები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები