26 დეკემბერი 2024,   15:05
ვრცლად
საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ თვითონ კასრების საქმე თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია - ბაჩო ახალაია

„არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც თავდაცვის სამინისტროში არანაირი არქივი არასდროს არ ყოფილა. ჩემს გარდა, იქ სხვა მინისტრებიც იყვნენ,“ - ეს განცხადება ბაჩო ახალიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოგადაღების ბრალდებებთან დაკავშირებით გააკეთა.

ე.წ. მატროსოვის ციხიდან შაბათის კურიერთან სატელეფონო ინტერვიუში ბაჩო ახალაია აღნიშნავს, რომ მეგის ქარდავას არქივი არ გაუკეთებია.

„თუ რამე ამ ადამიანს აქვს დაშავებული, როგორც ყველა დანარჩენმა, მათ შორის, როგორც მე, როგორც ნებისმიერმა სხვამ, უნდა აგოს კონკრეტულ დანაშაულზე პასუხი. ახლა ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ადამიანისგანაც ქმნიან, რაღაც სახელის და გვარის გამო აწებებენ და აწებებენ,“ - განაცხადა ახალაიამ.

კასრების საქმესთან დაკავშირებით საუბრისას ახალაია აღნიშნავს, რომ ეს საქმე ფალსიფიცირებულია.

„საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, სხვათა შორის, რომ თვითონ კასრების საქმე თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია. როგორ, რანაირად, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთი სიგიჟე საფუძვლიანად მიმაჩნია ფალსიფიცირებულად,“ - აცხადებს ახალაია.

მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დადგინდება სწორედ სიმართლე, ვინ რა საქმეში არის რეალურად დამნაშავე.

დღის ამბები