26 დეკემბერი 2024,   15:03
ვრცლად
სააკაშვილი უკრაინელი ხალხის თვალში კორუფციასთან ბრძოლის მედროშედ არის ასოცირებული - მურთაზ ზოდელავა

„უკრაინაში რევოლუციის შემდეგ ფართომასშტაბიანი რეფორმების პროცესი დაიწყო, ეს რეფორმები სათითაოდ მოკლეს და დღეს ერთადერთი მიმართულება - ანტიკორუფციული მიმართულება დარჩა,“ - ამის შესახებ განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში უკრაინაში ევროკავშირის რეფორმების ექსპერტმა, მურთაზ ზოდელავამ, განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი ხალხის თვალში კორუფციასთან ბრძოლის მედროშედ არის ასოცირებული. ზოდელავა ვარაუდობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში პატიმრობიდან გათავისუფლდება. 

„მიშას კვლავ ვიხილავთ გარეთ... ეს დაკავება იყო ერთგვარი ბეჭედი, რომ ის არის სრულყოფილად უკრაინელი პოლიტიკოსი და უკრაინული ოპოზიციის ლიდერი, სხვა ლიდერებთან ერთად,“ - აღნიშნა ზოდელავამ.

მურთაზ ზოდელავა ვარაუდობს, რომ უკრაინელი ხალხი არ შეეგუება კორუფციას.

„უკრაინა დღეს არის ყველაზე ღარიბი, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ის ყველაზე საშინლად გაძარცვეს ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა,“ - აღნიშნა ზოდელავამ.

მან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზეც გააკეთა კომენტარი. 

„ის მუხლები, რაც უკრაინის პროკურატურამ, ლუცენკომ მიუყენა, ეს ნიშნავს, რომ მათ ვერ მოახერხეს სხვაზე გადაიტანონ თავის ტკივილი. როგორც ჩანს, ვერც საქართველოს ხელისუფლებასთან დალაგდნენ იმაზე, რომ მისი ექსტრადირება მოხდეს. როგორც ჩანს, ამათ უარი თქვეს. ის, რომ უკრაინის პროკურატურამ წაუყენა თავისი კოდექსის შესაბამისი მუხლები, ფიქცია, ეს ნიშნავს, რომ თითონ მოახდინონ ამის ნეიტრალიზება,“ - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ. 

დღის ამბები