26 დეკემბერი 2024,   15:04
ვრცლად
პოროშენკომ მსხვილი კალიბრის პოლიტიკური პატიმარი გააჩინა, ეს ლუკმა მას ყელში გაეჩხირება - დავით საყვარელიძე

„ხვალ ველოდებით მრავალათასიან მსვლელობას, დემონსტრაციას,“ - ეს განცხადება დავით საყვარელიძემ განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ის ვარაუდობს, რომ ხვალ უკრაინაში აქციაზე უამრავი ადამიანი მივა.

საყვარელიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ არიან, მისი შეფასებით, პოროშენკოს ხელისუფლებას უკრაინელი ხალხი უპირისპირდება. 

დავით საყვარელიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. 

„ეს მოვლენები, რაც განვითარდა, ჩვენი ერთი წლის აქტიურმა მუშაობამ საფუძველი ჩაუყარა ახალ მოძრაობას, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს, ამას ჰქონია შედეგი. ამას მოჰყვა პარანოიდალური მოქმედება პრეზიდენტის მხრიდან, ეს იყო მისი პოლიტიკური შეცდომა. მან ქვეყანაში გააჩინა ძალიან მსხვილი კალიბრის პოლიტიკური დევნილი და პოლიტიკური პატიმარი, რომელსაც ის, უბრალოდ, ვერ გადახარშავს, ეს ლუკმა მას ყელში გაეჩხირება. თავი გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდო, ხალხი გამოდის, ხალხი გაბრაზდა,“ - განაცხადა დავით საყვარელიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები