19 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
აფეთქება ბათუმში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში - არიან დაშავებულები

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

მომხდარის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი არასრულწლოვანია. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, განსაკუთრებით მძიმეა ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

აფეთქების შედეგად, ჯინჭარაძის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი კორპუსი მთლიანად არის ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისი. დაზიანებულია შენობის გარშემო მდგარი მანქანებიც. 

საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა 9 ოჯახი. 

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

დღის ამბები